პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ტურიზმის, ისე ხალხთაშორისი კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მზად არის, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახებ შედეგებზე და აღინიშნა, რომ ამას ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ისე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო.
სხვა სიახლეები
11.08.2026.21:08
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
10.08.2026.13:08
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.