პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან
05.10.2026.19:04
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.