პრემიერ-მინისტრი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. 2023 წლიდან ეკავა მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობა. წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
20.09.2026.20:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
მთავრობის ადმნისტრაციის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში,პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.
ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.