პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა | რა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა
29.10.2026.16:49
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
„კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას უდიდესი როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში" - განაცხადა მარიამ ქვირიშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.