პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების კომისია. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
03.11.2026.10:44
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის" ორგანიზებით გაიმართება.
სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს.
სამიტზე ასევე იმსჯელებენ,როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.
სამიტის სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.