მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.2
-0.0114
flag
AZN 1.5561
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0019
flag
EUR 3.0156
-0.0021
flag
GBP 3.4952
-0.0028
flag
KZT 54.52
-0.0003
flag
TRY 0.0567
-0.0001
flag
USD 2.6453
-0.0009
news banner

პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

news image
mbc image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაური დღესვე ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მისი საქმიანობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე - დავით სონღულაშვილი

30.06.2026.13:05

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი ამ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„კიდევ უფრო გააქტიურდება ეკონომიკური თანამშრომლობა და გაღრმავდება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები. ეს აისახება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინვესტიციების სფეროებში. საერთო ჯამში, ეს პროცესი ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა