პუტინმა დსთ-ს ეფექტურობა შეაფასა და საქართველოს არჩევანი გააკრიტიკა
საქართველო და უკრაინა, რომლებიც ირიცხებიან დსთ-ს შემადგენლობაში, ამ ფორმატში არ მუშაობენ და მოლდოვამ პრაქტიკულად დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვისტი“ ავრცელებს.
„დიახ, - ესეც ითქვა - ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე და შესაძლოა, დღესაც შედიოდეს დსთ-ში, ამ ფორმატში არ მუშაობს. მაგრამ რისი თქმა მინდა. ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც. ყოფილი პრეზიდენტის მცდელობა შიდა პრობლემების ძალის გამოყენებით მოგვარებასთან დაკავშირებით, მათ შორის თავდასხმებით სამხრეთ ოსეთზე, უშედეგო აღმოჩნდა... და ის შედეგები, რაც წარმოიშვა ამ ავანტიურის შედეგად“, - განაცხადა პუტინმა დსთ-ს სამიტზე შეზღუდულ ფორმატში საუბრისას.
პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ. მაგრამ სინამდვილეში, იგი არასოდეს შეუერთდა მას სრული ფორმატით.
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ დსთ-დან გასვლის სურვილი გააჟღერა. 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. დსთ-ს წესდების მიხედვით (I თავის მე-9 მუხლი) წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს თანამეგობრობიდან. სახელმწიფო წერილობით აცნობებს წესდების დეპოზიტარს განზრახვის შესახებ გამოსვლამდე 12 თვით ადრე. ამავდროულად, ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა წესდებაში მონაწილეობის პერიოდში, ავალდებულებს შესაბამის სახელმწიფოებს მათ შესრულებას. 2008 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ 2009 წლის აგვისტოში მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის შეწყვეტის შესახებ. 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.