მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალური განათლებისა და საერთაშორისო განვითარების ინიციატივა წარუდგინა. ინიციატივა წარმოადგენს ხუთწლიან სტრატეგიულ ჩარჩოს, რომლის მიზანია ქართული ღვინის გრძელვადიანი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება განათლების, პროფესიული განვითარების, ბაზრის ჩართულობისა და სტრუქტურირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

„ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო პროფესიულ წრეებში ქართული ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, მისი უნიკალური ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ასევე ახალი პარტნიორობების და შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. განათლებაზე, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ღვინის პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა,” - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ინიციატივა ხუთ ძირითად კომპონენტს აერთიანებს - ქართული ღვინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას; საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და კომერციული შესაძლებლობების გაფართოებას; უცხოელი პროფესიონალებისთვის საქართველოში პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გაცნობითი პროგრამების განხორციელებას; მრავალენოვანი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო რესურსების შექმნას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის ეფექტიან წარმოჩენას შეუწყობს ხელს; ასევე, შედეგების შეფასებისა და ანგარიშგების მექანიზმების სრულყოფას.

აღსანიშნავია, რომ სომელიეთა საერთაშორისო გილდია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა ღვინისა და სომელიეს პროფესიული განათლების სფეროში. გილდია საქმიანობს არაერთ ქვეყანაში და ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

11.09.2026.20:45

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა