მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

„ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს ეკონომიკური თანამშრომლობის ჰაბს, პოლიტიკური თანამშრომლობის ჰაბს, საერთაშორისო ეკონომიკურ ლოგისტიკურ ჰაბს, დოვლათსა და კეთილდღეობას, რასაც დღეს უკვე პრაქტიკაშიც ვახორციელებთ - თორნიკე ფაღავა

news image
mbc image

„საქართველოში უკანასკნელი წლის განმავლობაში შემოვიდა ორი მსოფლიო დეველოპერული გიგანტი კომპანია - „ემაარ ჯგუფი" და „ტრამპ ფემილი". საერთო ჯამში, ორივე კომპანიის საინვესტიციო პაკეტი 8 მილიარდი დოლარია, რაც თავისი მასშტაბით უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.

მისი თქმით, „ემაარ ჯგუფისა" და „ტრამპ ფემილის" შემოსვლა საქართველოში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა ქართული დეველოპმენტისა და სამშენებლო სექტორისთვის და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე.

„საქართველოსთვის ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში, ამ ორ პროექტს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა არ აქვს და პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რეგიონში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომებისა, საქართველო, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, კვლავ საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკური თანამშრომლობის ადგილია და წამყვანი საერთაშორისო და ამერიკული კომპანიებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო სივრცე.

სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანმიმდევრული, გათვლილი სტრატეგიული ხედვისა და მშვიდობის პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოში გვაქვს ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი, რითაც საერთაშორისო ბიზნესწრეები ასე აქტიურად ინტერესდებიან", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც თორნიკე ფაღავამ აღნიშნა, სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ, დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია და ცდილობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავებას და დაკნინებას.

„მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან" დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო ლოგისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსთვის.

სწორედ ეს გახლავთ მთავარი პოლიტიკური და ფილოსოფიური სხვაობა ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის.

„ნაციონალური მოძრაობა" ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს სამხედრო ლოგისტიკურ ჰაბს, სამხედრო პოლიგონსა და ესკალაციის საქართველოში გადმოტანას.

„ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ვთავაზობთ ეკონომიკური თანამშრომლობის ჰაბს, პოლიტიკური თანამშრომლობის ჰაბს, საერთაშორისო ეკონომიკურ ლოგისტიკურ ჰაბს, დოვლათსა და კეთილდღეობას, რასაც დღეს უკვე პრაქტიკაშიც ვახორციელებთ.

სწორედ ამიტომ, თვალსაჩინოა კონტრასტი „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის. სწორედ ამიტომ, მეათედ აგვირჩია ქართველმა ხალხმა.

სწორედ ამიტომ გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში რადიკალური ოპოზიცია ქართულმა საზოგადოებამ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად - რატი იონათამიშვილი

29.09.2026.19:50

„კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება რეპრესიების გზით ცდილობდა ჩაეხრჩო საქართველოში პარალიმპიური სპორტი და წაერთმია პარალიმპიური კომიტეტი. მაშინ სასამართლოებზე უფრო მეტი დროის გატარება გვიწევდა, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. დღეს ჩვენი პარასპორტსმენების წარმატება ცხადჰყოფს, რომ ეს არ არის კომერციული სპორტი. მისი განვითარება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. დღეს საქართველოში სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა და მიდგომა ასეთია: ჩვენ არ ვუყურებთ პარალიმპიურ სპორტს როგორც ქველმოქმედებას. ეს არის უმაღლესი მიღწევების სპორტი, რომელიც ასევე ცვლის საზოგადოებას უკეთესობისკენ. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა საუკეთესო ინვესტიციაა უკეთესი და ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, საქართველომ 25-27 სექტემბერს პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.

„საქართველოში ვმასპინძლობდით 44 ქვეყნიდან ჩამოსულ 312 პარასპორტსმენს. საქართველოში ჩამოსული იყო 600 დელეგატი. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო შეირჩა მასპინძელ ქვეყნად - ჩვენ 2018 წლიდან დღემდე უკვე უმაღლესი დონის 17 საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ პარალიმპიური სპორტის 4 სახეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს და ხედავს იმ პროგრესს, რაც ჩვენს ქვეყანაშია", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია როგორც პარალიმპიური მოძრაობის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების თვალსაზრისით.

„ენდრიუ პარსონსს უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სპორტის მინისტრსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ეს უმაღლესი დონის შეხვედრები, ერთი მხრივ, საუკეთესო გზავნილია იმისა, რომ საქართველოსთვის არა მხოლოდ პარალიმპიური მოძრაობა და სპორტი, არამედ შშმ პირთა უფლებები არის პრიორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მხრიდან აღიარება და დაფასებაა იმ წარმატებებისა და პროგრესისა, რაც ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ აქვს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ პარასპორტსმენებს თანაბარი პირობები აქვთ განვითარებისთვის. გათანაბრებულია მათი სტატუსი და სოციალური გარანტიები. სწორედ ამიტომ, შედეგებიც არ აგვიანებს. მხოლოდ წელს, უკვე 80 მედალი მოვიპოვეთ საერთაშორისო ტურნირებზე. გვყავს მოქმედი - მსოფლიოს 4 და ევროპის 5 ჩემპიონი. გპირდებით ჩვენი პარასპორტსმენების სახელით, რომ კიდევ არაერთხელ გავახარებთ ჩვენს ქვეყანას, გულშემატკივრებს და მომდევნო პარალიმპიურ თამაშებზე ახალ რეკორდებს დავამყარებთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა