მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წელს 1,800 000-მდე მგზავრს ველოდებით - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანმიმდევრულად ახორციელებს და მასთან ერთად სერვისებსაც ავითარებს.                                                               

„წელს ველოდებით 1,800 000-მდე მგზავრს. ქუთაისის აეროპორტში, კოვიდპანდემიის შემდეგ, საშუალოდ 35%-იანი ზრდა გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით. წლევანდელი მონაცემებით, მგზავრთნაკადის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 10% შეადგინა", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. 13 წლის განმავლობაში ის საქართველოს სიდიდით მეორე და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად იქცა. აეროპორტის ტერმინალი ექვსჯერ გაფართოვდა, განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ 2023 წელს აეროპორტმა 1.7 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, ხოლო გახსნიდან დღემდე — 8.8 მილიონზე მეტს. ასევე 13 წლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი რეისი შესრულდა. დღეს ქუთაისის აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. „ჩვენ ასევე ვნერგავთ ელექტრონულ სერვისებს და ზოგადად, ყოველწლიურად ვავითარებთ ისეთ მომსახურებას, რომელიც მორგებულია მგზავრსა და მის კომფორტულ მოგზაურობაზე", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად ინფრაქსტურქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყო. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს ყოველ 2 საათში კომფორტული შათლ ბასები ემსახურება.  ასევე განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდა თვითმფრინავის სადგომების, ბაქნის  მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული გასასვლელები (e-gate), როგორც მოფრენის, ისე გაფრენის დარბაზებში. აეროპორტში კვებისა და სხვა მომსახურების მიწოდებას როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები ახორციელებენ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა