რა საკითხები განიხილება დღეს მთავრობის სხდომაზე
2026 წლის 8 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
1. საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველ საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” | მომხსენებელი: ს. გიორგაძე;
2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” | მომხსენებელი: ს. გიორგაძე;
3. საქართველოს კანონების პროექტები „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ | მომხსენებელი: ს. გიორგაძე;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, შპს ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას და სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის 2015 წლის 20 აგვისტოს დადებულ შეცვლილ და შესწორებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების შესახებ” | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი;
5.საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი;
6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | მომხსენებელი: მ. სარჯველაძე;
7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ დამტკიცების თაობაზე” | მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ქორთნი ოსტრიანთან
08.09.2026.17:05
2026 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ქორთნი ოსტრიანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. ასევე, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა გამოხატეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.