მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, იმიტომ, რომ ანგრევს მათ გეგმებს, რადიკალურ ოპოზიციას და პარტნიორებს მოსწონთ ეს თუ არა, მოუწევთ რეალური შედეგების მიღება - გივი მიქანაძე

news image
mbc image

ვხედავთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი განცხადებები რაც კეთდება ამ ანგარიშთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების მხრიდან, მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ჩატარდა ძალიან მაღალი ადმინისტრირების კომპონენტით და ყველა ის დადებითი ფაქტორია აღნიშნული, რომელიც ამ არჩევნების ჩატარების სამართლიანობაზე მიუთითებს, -  ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, განაცხადა. 

მისი თქმით, „ეუთო/ოდირის დასკვნა, პარტნიორების მიერ ყოველთვის აღიარებული იყო, როგორც ყველაზე სანდო და მაღალი ლეგიტიმაციის დასკვნა და ამჯერადაც ასე იქნება.“ თუმცა, აქვე მიქანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, ვინაიდან ეს მათ გეგმებს ანგრევს, ასევე შეინიშნება ანგარიშის იგნორირების მცდელობა პარტნიორების მხრიდანაც, თუმცა, ფაქტი ჯიუტია.

„ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერების ფონზე, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში, იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად ანგრევს იმ გეგმებს, რომელიც მათ აქვთ გაცხადებული და როგორც ვხედავთ, პარტნიორების მხრიდანაც გარკვეულწილად იგნორირება ხდება ამ ანგარიშის. თუმცა, ფაქტი ჯიუტია და ის, რაც ბუნებაში რეალობას წარმოადგენს, არის გარდაუვალი და ანგარიში, რომელიც საბოლოოდ გამოქვეყნდება იქნება იმ სულისკვეთებით, ამაზე მიუთითებს როგორც 27 ოქტომბერს, ასევე, გასულ დღეებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ეს არჩევნები კონკურენტუნარიანად იქნა აღიარებული. შესაბამისად, ამ ფაქტს, ვერც პარტნიორები, ვერც რადიკალური ოპოზიცია ვერ გაექცევა და ეს კიდევ ერთხელ არის დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა და ხარვეზებს, რაც გამოვლინდა, არანაირი გავლენა არ შეიძლება ჰქონოდა იმ საბოლოო შედეგებზე, რაც არჩევნების შედეგად იქნა საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატული და ცესკოს მიერ იდენტიფიცირებული.“  -  განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირი იმიტომ არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რომ ის სამართლიანობას ემსახურება და როგორც რადიკალურ ოპოზიციას, ისე პარტნიორებს მოუწევთ ანგარიშში ასახულ შედეგებთან შეგუება. 

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი ვერ იქნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის საფუძველი. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიაში იმიტომ არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რომ ის სამართლიანობას ემსახურება და ამიტომ, რადიკალურ ოპოზიციას და პარტნიორებს მოსწონთ ეს თუ არა, მოუწევთ იმ რეალური შედეგების მიღება, რაც ამ ანგარიშში იქნება ასახული.“ -  აღნიშნა მიქანაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა