რაც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ბრძანა, ბრწყინვალე აღწერაა იმ წინსვლისა, რასაც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ამბავი და ქვეყნის აქტუალურობა ყველგან გავრცელდეს და უფრო დეტალურადაც იყოს მოყოლილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის - GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე
ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, - განაცხადა GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე ნეილ ფარაქმა სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ეს პატარა ქვეყნები ბევრად უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე დიდი ზომის ქვეყნები.
„ჩემი აზრით, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა და მისმა მოადგილემ განავრცეს, არის ბრწყინვალე აღწერა იმ წინსვლისა, რაც საქართველოში ხდება უკვე რამდენიმე წელია.
ჩემი აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრი არც იცნობს საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ეკონომიკური წარმატების ამბავი, ნიჭის ზეიმი და ქვეყნის აქტუალურობა ყველგან გავრცელდეს და უფრო დეტალურადაც იყოს მოყოლილი - განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის და კიდევ უფრო მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - სინგაპურსა და აზიის დანარჩენ ნაწილში. ეს იმიტომ, რომ ნამდვილად საოცარი ამბავია!
როგორც უკვე აღვნიშნე შეხვედრაზე, ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ეს პატარა ქვეყნები ბევრად უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე დიდი ზომის ქვეყნები. ამდენად, ნიჭის განვითარების შესაძლებლობა, ისევე როგორც კულტურათა დიალოგი და ცოდნის გაზიარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილად საოცარია!“, - აღნიშნა ნეილ ფარაქმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია - ლევან ჟორჟოლიანი
22.07.2026.16:57
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სინგაპურში განაცხადა.
მისივე თქმით, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის, განვითარებული ფინანსური ინსტიტუტებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით.
„მნიშვნელოვანია პარტნიორობა, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სინგაპურში განვითარებულია ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის საკმაოდ მარტივი.
ქვეყანა, სადაც გადასახადები საკმაოდ დაბალი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. ამ ყველაფერს ემატება ის სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.