მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

რძის ნაწარმსა და მის შემცვლელ პროდუქტებზე დამატებითი ეტიკეტირების წესის შემოღება იგეგმება - ახალი ინიციატივა სექტორის წარმომადგენლებს უკვე გააცნეს

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქართული რძის ნიშნის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რძისა და რძის პროდუქტების სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. 

დავით სონღულაშვილის განცხადებით, რძისა და რძის პროდუქტების სექტორის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამის პროგრამებზე და ინიციატივებზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის გაძლიერებას და წარმოების ზრდას. 

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ ბოლო დროს განსაკუთრებით გააძლიერა კონტროლი რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენის მიმართულებით, რაც სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას და ბაზარზე სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ქართული რძის ნიშნის ფედერაცია 50-მდე საწარმოს აერთიანებს. საწარმოების წარმომადგენლები ნედლ რძეს 12 000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან აგროვებენ და სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების დაცვით წარმოებულ მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების რეალიზაციას ქსელურ მარკეტებში ახდენენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ასევე, სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

07.05.2026.17:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა