მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

რევაზ სოხაძე ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.

აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლეა გუტიერესი ეცნობა ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის რეგიონებში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა და პროგრესი, რომელთა განხორციელებასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ასევე, საუბარი შეეხო უკვე დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მათ შორის, განხილული იყო თბილისის შემოვლითი გზის ორი ლოტის, ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის, ასევე მუნიციპალიტეტებში მულტიფუნქციური ცენტრებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები.

მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი მარია პია ანკორა და ინფრასტრუქტურული პროექტების წამყვანი ოფიცერი გიორგი კიზირია.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

23.07.2026.14:37

სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს წარმატებით ოპერირებს 30-მდე კომპანია სინგაპურიდან.

„დაახლოებით 30-მდე კომპანიაა სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვთ ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გავუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ე.წ. ფინტექ-ის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება სინგაპურთან თანამშრომლობა,"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა