როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება - ირაკლი კობახიძე
როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს.
„როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტთან და წყალქვეშა კაბელის პროექტებთან დაკავშირებით, ექსპერტებმა შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც არის ელექტროენერგიისა და ასევე ციფრული კაბელი, ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრაგმატული მოსაზრებები გადაწონის. რა თქმა უნდა, რასაც ბატონი ალიევი ბრძანებს, ეს ასეა. პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და, რა თქმა უნდა, ამაზე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება
28.09.2026.09:03
პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მისი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში განხილვა.
კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადზე 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია. ამ ცვლილების შედეგად 81 ათასი მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, შესაბამისად, ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
„ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს ფინანსურ მდგომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან დაახლოებით 81000 მოქალაქეს გაუუქმდება ქონების გადასახადი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის, იმ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, რაც მოქალაქეებზე ზრუნვას ითვალისწინებს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა.