როგორია საქართველო-უზბეკეთის მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 90 168.9 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (99 553.2 ათასი დოლარი) 9.43%-ით არის შემცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უზბეკეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 64 268.1 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 0.41%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის ციფრს.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო იტალიაში ახდენს:
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 18 943.8 ათასი დოლარი
• მსუბუქი ავტომობილები - 18 045.2 ათასი დოლარი
• წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7 356.2 ათასი დოლარი
• შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 5 385.1 ათასი დოლარი
• მინერალური და მტკნარი წყლები - 3 590.2 ათასი დოლარი
რაც შეეხება უზბეკური პროდუქციის საქართველოში შემოტანას, მიმდინარე წლის 5 თვეში უზბეკეთიდან იმპორტმა 35 549.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.14%-ით ნაკლებია.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო უზბეკეთიდან ახდენს:
• პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 3 780.1 ათასი დოლარი
• დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე - 3 399.0 ათასი დოლარი
• პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 2 416.1 ათასი დოლარი
• თხილი და სხვა კაკალი - 1 930.0 ათასი დოლარი
• ყურძენი, ახალი ან გამხმარი - 1 829.3 ათასი დოლარი
სხვა სიახლეები
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
22.11.2026.08:52
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.