მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახია, ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მივიღეთ 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია ოპტიმალური, სათანადო ფასით - პრემიერი

news image
mbc image

საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახს მოიცავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით აწარმოა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია, ოპტიმალური ღირებულებით.

„გრძელდებოდა გაზიფიკაციის პროცესი. გაზის მიწოდების ქსელში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩაერთო 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 10 000 აბონენტს მოიცავს, 10 000 ოჯახს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს პრინციპული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდი წარმატებით დაასრულა ეკონომიკის სამინისტრომ - ჩვენ მივიღეთ 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გარანტია, მოცულობის გარანტია ოპტიმალური სათანადო ფასით.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მოლაპარაკებებისა და მიღწეული შედეგისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

09.09.2026.16:55

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით, ასევე, ინვესტიციის მოცულობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკისგან იქნა მოზიდული თანხა, რომლის ჯამური ოდენობა 350 მილიონ დოლარს აღემატება.

„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური, წყლის, თუ რეგიონული პროექტების დაფინანსების კუთხით.

აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მთავრობის, პრაქტიკულად, ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა