მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს - ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ  შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

 

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მან ასევე აღინიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ადმინსტრაცია ფართო მასშტაბით გამოიყენებს ტექნოლოგიებს, შესაბამისად  როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები და მიგნებები მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ.

 

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ ტრადიციულად შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა. ინსტიტუცია, მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევარია, სრულ ღიაობას აცხადებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს მუდმივად აცნობს ვერიფიცირებულ და ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. ჩვენი ღიაობა ასევე გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნითა და იმ ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ემსახურება კენჭისყრის დღის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ჩვენ საქმიანობას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

 

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

 

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია  NDI-ის  რეკომენდაციები შესრულების შესახებ.

 

26 ოქტომბრის არჩევნებს „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიები მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ მონიტორინგს.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა