მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა

news image
mbc image

საარჩევნო ადმინისტრაციამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ცესკოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საარჩევნო ტექნოლოგიები წარუდგინა და მსურველებს, კიდევ ერთხელ, საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები. ამასთან, ახალგაზრდები გაეცნენ ჟურნალ „არჩევნები 360°-ის“ პირველი გამოცემას, რომელიც ელექტრონულ არჩევნებს ეძღვნება. ჟურნალი ამომრჩევლებს საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს და მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირებას. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია ადმინისტრაციაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობა და იყენებს ყველა საშუალებას, რათა უზრუნველყოს მათი ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან მიმართებით. სწორედ ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს არაერთ პროექტს. ასევე აქტიურად ერთვება სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით გამართულ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით გაუწია ორგანიზება. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ინოვაციურმა სტარტაპერებმა მასშტაბური გამოფენა მოაწყვეს.

დღის განმავლობაში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეებში გაცნობოდნენ სიახლეებს განათლების, ინოვაციებისა და კულტურის სფეროებში. თითოეულმა ორგანიზაციამ ინტერაქციულ სივრცეებში ახალგაზრდებს გააცნო თავისი საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ერთვება სოციალურ ღონისძიებებში, რითაც ხელს უწყობს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

30.09.2026.13:24

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა.

სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკოს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ.

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა