მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

news image
mbc image

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2026 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. დეზინფორმაციად კლასიფიცირებული ინფორმაციის შეფასება განხორციელდა შესაბამისი ფაქტების გადამოწმებისა და დადგენილი მეთოდოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე.

საინფორმაციო-ანალიტიკურმა განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში რაოდენობრივი კვლევის წარმოებისას გამოკვეთა 21 დეზინფორმაცია, 1 მანიპულაცია და 1 იმიჯის შელახვა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია რიგ შემთხვევებში კამპანიურ ხასიათს ატარებდა. გავრცელებული დეზინფორმაციები ძირითადად ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

აქტიურად ვრცელდებოდა ნარატივები არჩევნების გაყალბების, ცესკოს პოლიტიკური მიკერძოების, ელექტრონული არჩევნების, ხმის ფარულობისა და სხვა საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში განხილულ შემთხვევებთან დაკავშირებით ბრალდებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნული ნარატივების გავრცელებამ, თავის მხრივ, შესაძლოა ხელი შეუწყო საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებაში კითხვებისა და უნდობლობის გაჩენას. ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეულ ქართულ და საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებში მსგავსი ან ერთმანეთთან შინაარსობრივად თანხვედრილი გზავნილების გავრცელების შემთხვევებიც.

საანგარიშო პერიოდის ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თემაზე გავრცელებული განცხადებები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან და ერთიან საინფორმაციო კამპანიას ემსახურებოდა, მათი ერთობლივი გავრცელება ქმნიდა რისკს, რომ საზოგადოებაში შემცირებულიყო ნდობა ცესკოს საქმიანობის, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ და გაჩენილიყო დამატებითი კითხვები საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს გადამოწმებული, ზუსტი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა

07.09.2026.19:28

საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში Abu Dhabi Ports Group - ის მიერ მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განვითარების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია Abu Dhabi Ports Group - ი, აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ცენტრალურ აზიის რეგიონთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაში. აქცენტი გაკეთდა მშრალი პორტის პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე აღინიშნა, რომ პორტი ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით ვითარდება.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა