მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა

news image
mbc image

საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ “Pro V&V”-მ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა. 

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სამივე ფაზის აუდიტის შედეგები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად და შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

„გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ამერიკული კომპანია “Pro V&V”-ის შესაბამისობის განმახორციელებელ აუდიტორებთან, რომლის ფარგლებშიც გადმოგვეცა მესამე ფაზის ანგარიში ტექნოლოგიურ საშუალებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები, ისევე როგორც შესაბამისი ბიზნეს პროცესები სრულ თანხვედრაშია ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან. ფაქტობრივად, ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამომწურავი პასუხია გაცემული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეორე თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ორიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პასუხს სცემს ყველა იმ მანიპულაციასა და სპეკულაციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

თავის მხრივ, Pro V & V - ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აუდიტის შედეგების წარდგენისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს. „ამ დროისთვის აუდიტის სამივე ფაზა შევასრულეთ. პირველ ეტაპზე გადავამოწმეთ მონაცემთა ბაზა და გადავამოწმეთ სისტემაში ხომ არ იყვნენ დამატებითი ამომრჩევლები, ან ისეთი პირები, რომელთაც ერთზე მეტი პირადობის მოწმობა აქვთ. მეორე ეტაპზე კონფიგურაციის პროცესის მონიტორინგი განვახორციელეთ, თითოეულ მოწყობილობაზე, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატზე, ხმის მთვლელი აპარატსა და პლანშეტებზე. მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე განხორციელდა. მესამე ეტაპი კი იყო საველე სამუშაოები. გავედით 23 საუბნო საარჩევნო უბანზე და მოვახდინეთ პროცესის იდენტიფიკაცია. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებს ჰქონდა სწორედ ის კონფიგურაცია, რაც ჩვენ წინა ორ ეტაპებზე დავაფიქსირეთ. დღეს კი ცესკოში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ სამივე ფაზის აუდიტის შედეგები“.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებდა კვლევის განხორციელებას სამ ფაზად. შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები არჩევნებამდე გადმოეცა საარჩევნო ადმინისტრაციას. საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ: 

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
  • ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
  • არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
  • ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
  • ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
  • ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

შესაბამისობის აუდიტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არის არა მხოლოდ ტექნიკური შემოწმება, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მკაფიო გამოხატულებაა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ტარდება ღიად და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს პროფესიონალიზმისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცების პრინციპებით. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამერიკული აუდიტორული კომპანია “Pro V&V” ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია შესაბამისი ავტორიზაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნების საარჩევნო ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით და თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას მწარმოებელი ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ამერიკულ ბაზარზე.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24.08.2026.15:37

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ამით კუმარ მიშრას, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში.

„განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა