მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა - გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მე-6 ყოველწლიურ საარჩევნო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალური კონფერენცია არჩევნების მთლიანობის პროექტისა და კარტერის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გიორგი შარაბიძემ პრეზენტაციის - „საქართველოს საარჩევნო გამოცდილება - ინსტიტუციური და ტექნოლოგიური განვითარება, ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები“ წარდგენისას საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელსაც ადმინისტრაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად ახორციელებდა.

გიორგი შარაბიძის გამოსვლის შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მან მონაწილეების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, მათ შორის: საარჩევნო მთლიანობა კენჭისყრის პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მდგრადობა: დამოუკიდებლობა პრაქტიკაში, ამომრჩეველთა ნდობის გაღრმავება საარჩევნო პროცესის მიმართ, ინკლუზიური საარჩევნო გარემო და მისი ხელმისაწვდომობა და ა.შ.

საარჩევნო მთლიანობის პროექტის (The Electoral Integrity Project) მიზანია ინოვაციური და საარჩევნო კვლევების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ კანადისა და ავსტრალიის კვლევითი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მე-6 ყოველწლიური ვირტუალური საარჩევნო კონფერენცია 6-9 ივლისს გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24.08.2026.15:37

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ამით კუმარ მიშრას, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში.

„განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა