მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია - გიორგი კალანდარიშვილი

news image
mbc image

საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია - ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, არჩევნები არ არის ერთი დღე. ხშირად არის ხოლმე გარკვეული პერცეფციები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები მხოლოდ არის კენჭისყრის დღე, მაგრამ რეალურად, როდესაც არჩევნები სრულდება, ბრიტანელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: არჩევნები რომ სრულდება, ანუ კენჭისყრა რომ სრულდება, მეორე დღეს იწყება შემდეგი არჩევნებისთვის მზადება.

სწორედაც ჩვენ, ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან, ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, არასაარჩევნო პერიოდს ვიყენებთ მაქსიმალურად რაციონალურად იმისთვის, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით განვახორციელოთ ისეთი პროგრამები, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამის მეშვეობით მეტი ადამიანის დაინტერესებას ერთი სამოქალაქო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია არჩევნებში პასიური მონაწილეობა, და მეორე, არის ამის მეშვეობით ასევე ახალგაზრდების მეტად დაინტერესება საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც მათი მხრიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ამ მიზნით ჩვენ თვითონვე მაქსიმალურად ვტვირთავთ არასაარჩევნო პერიოდში ჩვენს თავს და ეს გამოხატული არის რით? - პირველ რიგში, 20-მდე უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმით, რომლის ფარგლებშიც ჩვენ აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვასწავლით საარჩევნო სამართლის კურსს ერთი სემესტრის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ დინამიკას თუ შევხედავთ, როდესაც 2010 წელს დავიწყეთ ეს პროექტი და დღეს რა გვაქვს, საგრძნობლად გაზრდილი არის დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ამ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით.

გვაქვს დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდებისთვის, მოსწავლეებისთვის, სამოქალაქო განათლების ფარგლებში და განათლების სამინისტროსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ პროექტის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა პროექტების ფარგლებში, რათა მაქსიმალურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად გავზარდოთ სკოლების რაოდენობა, სადაც ამ პროექტს შევიტანთ.
წელს, სხვათა შორის, სიახლის სახით, ჩვენი სწავლების ცენტრის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყავით ახალი ინოვაციური პროექტის - „მე ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორის“ შემოტანა, რომელიც ძალიან წარმატებით, პილოტირების რეჟიმში, განხორციელდა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ შემდგომ სასწავლო პროცესებში ჩვენ გვექნება ამ პროექტის მეტად გაფართოების და გავრცელების შესაძლებლობა.
ამასთანავე, გვაქვს არაერთი უშუალოდ ცესკოს და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პროექტები, დაწყებული საზაფხულო ბანაკებით, ადმინისტრატორის კურსებით გაგრძელებული და ა.შ., რომლის ფარგლებშიც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში მეტ ახალგაზრდას შევხვდეთ, მეტ დაინტერესებულ სამიზნე ჯგუფს შევხვდეთ და პროცესი იყოს სრულად ინკლუზიური.

ამასთანავე, ის შეხვედრები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომ პირადად მე და ცესკოს სხვა სპიკერები და წარმომადგენლები არიან აქტიურად ჩართულები, ეს არის ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროექტი. ეს უკვე ამ საზაფხულო პროექტის ფარგლებში, ანაკლიის ბანაკის ციკლიდან, ყვარლის, ახლა დმანისი ემატება ამ ყველაფერს, სადაც ათასობით ახალგაზრდას ვხვდებით და ვუზიარებთ მათ ინფორმაციას ყველა იმ აქტუალური და მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში.

მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ შეხვედრების ფარგლებში, ამ უშუალო კომუნიკაციისა და ღია კომუნიკაციის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე ვისაუბროთ, ანუ ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში არის დაგროვებული არჩევნებთან დაკავშირებით, ის წუხილები, მათ შორის, დიდი სიამოვნებით ვისმენთ რეკომენდაციებისა და უკუკავშირს მათი მხრიდან.

მინდა აღვნიშნო, რომ ფაქტობრივად არ არსებობს შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომელიც მაღალი ინტერაქციით არ გამოირჩევა, მაღალი ჩართულობით არ გამოირჩევა და არ იყოს ორმხრივად სასარგებლო. მაღალი ჩართულობა არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ეს შეხვედრები არის სწორ დროს, სწორ სამიზნე ჯგუფებთან და, რა თქმა უნდა, ეს როგორც მათთვის არის ხელშემწყობი თვალსაწიერის გაფართოების თვალსაზრისით და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ისევე როგორც ჩვენთვისაც უკუკავშირის მიღების მხრივ“, - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში - ნოდარ ბოკერია

07.08.2026.16:57

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით იზოლაციაში იმყოფება, რაც დეპუტატის თქმით, სრული სიცრუეა. ნოდარ ბოკერიამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან ირაკლი კობახიძემ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა და მისივე თქმით, ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
„მოდით განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრები. მაგალითად, ყაზახეთი არის შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იმ შუა დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ასეთი მნიშვნელოვანია. ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ამ მარშრუტის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტაჯიკეთი კი არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა და განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, მაშინ როდესაც მიწოდების ჯაჭვები ფაქტობრივად არ არსებობს, ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დივერსიფიკაციის კუთხით უნდა გამოვყოთ მაგალითად სინგაპურთან მაღალი დონის შეხვედრები. როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური მოდელია და ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი ტენდენცია, როდესაც სინგაპურის ადგილობრივმა კომპანიებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და მათ შორის გამოიჩინეს ინიციატივა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების. ეს არის ლოგიკა იმისი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მრავალი წლის მუშაობის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი ბიზნეს, ეკონომიკური და სამართლებრივი ლანდშაფტი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდი ბენეფიტების მომტანია, როგორც ჩვენთვის ასევე თავად ინვესტორი მხარისთვის“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნოდარ ბოკერიას შეფასებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია შეგნებულად აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. მოგეხსენებათ, რომ ასეთ ქვეყნებთან კომუნიკაცია სწორედ არაღიარების პოლიტიკის წარმატების საწინდარია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაშია ჩართული. ასეთი კონსტრუქციული და ლოგიკური ნაბიჯებით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა