მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

საბედნიეროდ, ქართველებს დღეს გვაქვს სახელმწიფო, რომელიც თავის სიმაღლეზე დგას - კონსტანტინე ზარნაძე

news image
mbc image

„ახალი წლის დღეებში ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ შეიცვალა მსოფლიო წესრიგი - დარწმუნებული ვარ, მოვლენებიდან, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა, საქართველოს მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს“,  -  განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა. 

„ჩვენ ვნახეთ პარადოქსული სიტუაცია, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ტერიტორიების წართმევით ემუქრებიან. მინიმუმ ათი ქვეყანა შეიძლება ჩამოვთვალო, სადაც საომარი მოქმედებებია, არეულობებია, ქაოსია, დაპირისპირებებია და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იკარგება“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ. 

მისივე თქმით, მსოფლიომ ნახა კადრები, როდესაც აშშ-ში პოლიციის აგენტებმა მხოლოდ იმის გამო მოკლეს ქალი, მხოლოდ იმის გამო ესროლეს თავში, რომ მან პოლიციის ნებართვის გარეშე  დაძრა მანქანა. ამ კადრებზე რატომღაც ყველა ჩუმად არის და ხმას არ იღებს. 

„ეს იმიტომ, რომ მონური ფსიქოლოგია აქვთ აქ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმდენად მონური, რომ უცხო ქვეყანას ეხვეწებიან, ჯარი შემოიყვანონ ჩვენს ქვეყანაში და აქ გადატრიალება მოაწყონ“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნათა ნახევარიც რომ შეესრულებინა,  დღეს ჩვენ ქვეყანა დაკარგული გვექნებოდა და ადამიანები დაღუპული იქნებოდნენ.

 „საბედნიეროდ, ქართველებს დღეს გვაქვს სახელმწიფო, რომელიც თავის სიმაღლეზე დგას. პროცესები კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯები იყო აბსოლუტურად სწორი და მართებული იმისათვის, რომ უსაფრთხოდ და სტაბილურად იყოს ჩვენი ქვეყანა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას და აღვნიშნო, რომ ყოველივე ამის ფონზე ჩვენი ქვეყანა იღებს უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციებს, ეკონომიკურ ზრდას. კიდევ ბევრი ინვესტიცია შემოვა ამ ქვეყანაში და მის განვითარებას ხელს ვერავინ  შეუშლის. მიმდინარე წელი კი იქნება საუკეთესო ამ ქალაქის ისტორიაში იმ მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც დედაქალაქში არის დაგეგმილი“, -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

11.11.2026.13:13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.

11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.

12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა