სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე - ლევან ჟორჟოლიანი
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე და გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით.
„სასურსათო ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, განვიხილეთ ფასნამატის წარმოქმნის ლოგიკა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე. გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინა შემთხვევაში ქსელურ მარკეტებთან, ისე დისტრიბუციის შემთხვევაში, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სხვა სიახლეები
ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში l მაკა ბოჭორიშვილი
11.06.2026.15:30
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას.
„ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში.
შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი. ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.