საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო: ადამიანები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ, რომლებიც მოქმედებენ პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა პოლიტიკურ პოზიციას იცავენ, რა პოზიციაზე დგანან?!
საერთაშორისო დამკვირვებელი, ანდრაშ ლასლო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ცალკეული მოვლენების გამოკლებით, რომლებიც მარნეულისა და ბაღდათის საარჩევნო უბნებზე მოხდა.
ლასლოს განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა პოზიციას იცავს ის ხალხი, რომელიც პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიდიან.
„ადამიანები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ, რომლებიც მოქმედებენ პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რა პოლიტიკურ პოზიციას იცავენ, რა პოზიციაზე დგანან?! რასაკვირველია, არჩევნები უნდა იყოს მრთელი, უნდა იყოს სრული, დაცული და შესაბამისად, რაც იქ ხდება სამწუხაროა, კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, მაგრამ ეს ხომ ცალკეული შემთხვევაა. ყველაფერი დანარჩენი უნდა მიმდინარეობდეს სრულად და ჩვენ აი ამ ერთ შემთხვევაზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას და ვერ გადავიხრებით მხოლოდ ამ მომენტის მიმართულებით, მე და ჩემს კოლეგებს თავად არ გვინახავს რაიმე პროვოკაცია, რაიმე უარყოფითი მომენტი, ჩვენ ველაპარაკეთ ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველაფერი წესით და რიგით მიმდინარეობს, შესაბამისად მე მჯერა, რომ საარჩევნო კომისიის შესაბამის ჯგუფებს შეუძლიათ, რომ იზოლირება მოახდინონ ამ უარყოფითი ქმედებებისა“, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.