საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო: არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად
ამ დილით დავიწყეთ მეთვალყურეობა ჩვენ ვეწვიეთ სხვადასხვა უბანს და ყველაფერი წესრიგში იყო, ვესაუბრეთ სხვადასხვა პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ასევე, ქართველ ამომრჩეველს, მათ ვინც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ირჩევს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ელექტრონული სისტემა არის გამართული. ადამიანები ძალზე თავდაჯერებულად, ძალზე მშვიდად მოქმედებენ და შესაბამისად მათ ნათლად ესმით, როგორ მოიხმარონ მთელი ეს სისტემა, შესაბამისად ეს კარგი გამოცდილებაა. რასაკვირველია, განვაგრძობთ არჩევნების პროცესის მეთვალყურეობას მანამ სანამ, არ დამთავრდება ეს პროცედურა და არ დაიხურება საარჩევნო უბნები , - განაცხადა საერთაშორის დამკვირვებელმა ანდრაშ ლასლომ.
ანდრაშ ლასლოს განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აიდი ჩეკებს თუ რაოდენ ეთანხმება ყველაფერი ამ რეგულაციებს და ძალზე ზუსტად და დაკვირვებით ვადევნებთ თვალყურს, რომ ყველაფერი მიმდინარეობს შესაბამისის რეგულაციების, შესაბამისი წესისა და რიგის მიხედვით. ზოგადი ხედვა ჩვენ გვკარნახობს, რომ ეს ძალზე სამართლიანი, ძალზე თავისუფალი არჩევნებია და შესაბამისად მთელი პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს და რა საკვირველია დემოკრატია წინა პლანზეა, საბოლოო ჯამში ნდობა გამოხატული იქნება. ასე რომ, ჩვენ რაც ვნახეთ შესაბამისი პირობები ხორციელდება და ყველაფერი სრულდება უმაღლესი სტანდარტებისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაბამისად“, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
20.08.2026.13:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.