საერთაშორისო დამკვირვებელი ულრიხ სინგერი: არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება, აქტივობაც საკმაოდ მაღალია. ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემას აქ არავის აიძულებენ
მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ულრიხ სინგერმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს მარნეულში, 26-ე საარჩევნო უბანზე აკვირდება.
„ხმის მიცემის პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ყველა, ვისაც სურს ხმის მიცემა, თავისუფლად აკეთებს ამას. ერთ-ერთი პიროვნება არასწორად მოვიდა საარჩევნო უბანზე და გადაამისამართეს შესაბამის უბანზე, რაც სწორი ქმედება იყო. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება. აქტივობაც საკმაოდ მაღალია. ეს არის თავისუფალი არჩევნები, კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობს. ხმის მიცემას აქ არავის აიძულებენ და ვერც აიძულებენ, ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ ელექტრონულ სისტემას გერმანიაშიც დავნერგავთ. ძალიან კარგია, რომ ხმები ორჯერ დაითვლება და ეს კიდევ უფრო მეტად გამორიცხავს რაიმე შეცდომის დაშვების რისკს”, - განაცხადა ულრიხ სინგერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.