მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125 პროცენტის ოდენობით, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. საერთაშორისო ინვესტორებმა დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი 2,8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა ჩვენს ფასიან ქაღალდებზე, რაც შეთავაზებულ ოდენობას 5,5-ჯერ აღემატება, ესეც თავისთავად მეტყველებს მაღალ ნდობაზე. უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბევრად ნაკლებრისკიანად აფასებენ საქართველოს და მზად არიან, საქართველოს ფასიან ქაღალდებში 2,8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ნდობა ჩვენი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია

16.09.2026.12:38

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

მანამდე, თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა