მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის გაძლიერება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების განვითარებას

news image
mbc image

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) გამართული შეხვედრის შედეგები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ შეაფასა. მისი თქმით, IFC-თან თანამშრომლობის გაღრმავება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების განვითარებას

 

„ვაშინგტონში, საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი სექტორები და მიმართულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს - ასეთია ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე, ზოგადად, დაკავშირებადობა და შუა კორიდორის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებებით" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციას ასევე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს კერძო სექტორის პორტფელის გაზრდის კუთხით.

 

„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერება თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და  შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტული სექტორების შემდგომ განვითარებას" - აღნიშნა ცინცაძემ.

 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ქალაქ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი  ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა