მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

მომხსენებელმა, საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარდაქმნის წელი იყო. 2024 წელს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა საპენსიო ფონდის მმართველობითი სტრუქტურა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. შეიცვალა საპენსიო სააგენტოს სახელწოდება და ორგანიზაცია ჩამოყალიბდა - სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის სახელწოდებით, ფონდის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ხოლო საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოდ განისაზღვრნენ აღმასრულებელი დირექტორები: გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი. მმართველობითმა საბჭომ, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, საქმიანობა დაიწყო 2025 წლის 1 მარტიდან. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მმართველობითი საბჭოს მიერ შეიქმნა და დაკომპლექტდა კანონით განსაზღვრული კომიტეტები“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ. 

მისი თქმით, 2025 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულებამ 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2 მილიარდი ლარით მეტია. 

„აქტივების ზრდა განპირობებული იყო როგორც მონაწილეთა გაზრდილი საპენსიო შენატანებით, ასევე მაღალი საინვესტიციო შედეგებით. საანგარიშო პერიოდში ინვესტიციებიდან მიღებულმა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს — 796 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ფონდის დაარსებიდან დღემდე დაგენერირებულმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ასევე გაიზარდა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა რაოდენობა. სისტემას 125 ათასზე მეტი ახალი მონაწილე დაემატა და 25 ათასზე მეტი დამსაქმებელი. ეს ძირითადად გამოწვეული იყო ახალი დეკლარირების სისტემით. შესაბამისად, დღეს რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 1.7 მილიონს გადააჭარბა. 2025 წელს 11,367 პირზე გაცემული პენსიებისა და საპენსიო აქტივების მოცულობამ 62.8 მილიონი ლარი შეადგინა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, 2025 წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაინერგა საპენსიო შენატანების ვალდებულებების ავტომატური მონიტორინგისა და სანქცირების მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სისტემის ეფექტიანობა და მონაწილეთა ინტერესების დაცვა.

გიორგი ჭიჭინაძემ ასევე ისაუბრა საპენსიო ფონდის საოპერაციო, საინვესტიციო საქმიანობაზე, მონიტორინგსა და სხვა საკითხებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა