საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა დადაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კომიტეტისმიზანია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ აღსრულებაზემუდმივი ზედამხედველობა.
მისი თქმით, კომიტეტის ერთ-ერთი ამოცანა დეოკუპაციისა და ტერიტორიულიმთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობაა.
„ჩვენ ვიმუშავებთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციისსაკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორებისჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ.დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობასა დასაერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გაზრდაზე ამ მიმართულებით,განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რისკ ფაქტორები არსებობს. ასევე,განვახორციელებთ საპარლამენტო ასამბლეებში, ორმხრივ ფორმატებში დასაერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს მიერ ინიციირებულრეზოლუციებზე, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებზე მხარდაჭერის მოპოვებისთვისმიმართულ აქტივობებს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ კომიტეტისამოცანები იქნება: ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისოორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი და რეგიონულითანამშრომლობის განმტკიცების ხელშეწყობა.
„საქართველოს, ევროპის მიღმა, აქვს ასევე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკურიპრიორიტეტი და ეს არის - ისრაელი, ყურის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა,ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი და ისლამურითანამშრომლობის ორგანიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის,სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა (ASEAN) და ოკეანიის ქვეყნებთან საპარლამენტოთანამშრომლობის უფრო გააქტიურება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, კომიტეტი გააგრძელებს საგარეო საქმეთასამინისტროს საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას, მათ შორის, როგორც საგარეოსაქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების, უფლებამოსილი პირების, საზღვარგარეთაკრედიტებული ჩვენი ელჩების პერიოდულ მოსმენას.
„ჩვენ გავაგრძელებთ წინა მოწვევის პარლამენტში დანერგილ პრაქტიკას და მოვუსმენთსაქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების ელჩებსაც. ასევე, გვექნება მოსმენებიოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითარსებული ვითარების შესახებ და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გატარებულიღონისძიებების შესახებ. აუცილებლად გვექნება მოსმენა რუსეთის ფედერაციისწინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ამმიმართულებით გვაქვს მიღწეული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.