მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი − საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ გააცნო.

მისი განცხადებით, სასესხო შეთანხმების თანახმად, 324,7 მილიონი ევრო გამოიყოფა, საიდანაც 166 მილიონი ევრო რკინიგზისთვის ლოკომოტივების შეძენას, 158 მილიონი ევრო - კახეთის მიმართულებით რამდენიმე გზის მშენებლობას მოხმარდება, კერძოდ: პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბადიაურიდან ჩალაუბნამდე 17კმ-იანი, გურჯაანიდან თელავამდე 36 კმ-იანი და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე 4კმ-იანი გზის მონაკვეთების მშენებლობა.

აღნიშნული სესხი 25 წლიანია, მათ შორის, 10 წელი შეღავათიანი.

გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე ასევე წარადგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თბილისის შემოვლითი გზის პროექტი (მე-4 და მე-5 ლოტები)“.

მისი განმარტებით, თბილისის შემოვლითი გზის სამი ლოტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკი 250 მილიონ დოლარს გამოყოფს.

სესხის ხანგრძლივობა 23 წელია, საიდანაც 8 წელი შეღავათიანი პერიოდია. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2031 წლის 31 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საბანკო რეზოლუციისათვის მზადყოფნის პროექტი)“ წარადგინა, რომელიც 2031 წლის 15 ივლისამდე 35 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფას ითვალისწინებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა. ცვლილება ეხება სესხის ხელმისაწვდომობის ვადის 2 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

23.10.2026.16:33

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.

ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.

ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა