მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკანონმდებლო კუთხით, პარლამენტის მხრიდან 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ვიზიტზე

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბრიუსელშია. მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლევან ქარუმიძესთან ერთად მართავს.

ქართული მხარე კოლეგებს გატარებულ რეფორმებს აცნობს, ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელგიის, ესპანეთის, ლიეტუვის და უნგრეთის წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის ევროინტეგრაციაა.

"მნიშვნელოვანი პროცესი იწყება ევროკომისიაში, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ უნდა გაკეთდეს ანგარიში, მომზადდეს ევროკომისიის შეფასება, რამაც უნდა შექმნას საფუძველი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის დეკემბერში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებთან, ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაცია და კავშირი, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი მოსაზრებების მოსმენა და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, როგორც შეფასების კუთხით, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით, რომელიც დეკემბერში უნდა მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროცესი საკმაოდ ფართოა, ასევე ფართოა რეკომენდაციებიც.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკომისიასთან განსაკუთრებულად აქტიურად ვიმუშაოთ, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც საქართველომ ამ დრომდე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გააკეთა და რაც მნიშვნელოვანი პროგრესია. საკანონმდებლო კუთხით, პარლამენტის მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროცესი რა თქმა უნდა საკმაოდ ფართოა, ასევე ფართოა რეკომენდაციებიც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა