მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს 20 % ოკუპირებულია და იმედი მაქვს, რომ ესეც მშვიდობიანად გადაწყდება - თურქეთის ელჩი

news image
mbc image

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, თემაზე: „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა" , საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის მოუსმინეს.

„თურქეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან ყოველთვის საინტერესოა იმის მოსმენა თუ როგორ ხედავენ ქართულ-თურქულ ურთიერთობებს, მის განვითარებას, რა გამოწვევების წინაშე არის ეს ურთიერთობები. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება ელჩის და ზოგადად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე.

ელჩმა მწუხარება გამოხატა გუშინ, კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

„მინდა სამძიმარი გამოვხატო სამწუხარო ფაქტთან, საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით.  ყველანი შოკირებული ვართ. ეს არის მიმდინარე ოკუპაციის შედეგი და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება და უმოკლეს დროში მშვიდობა დამყარდება", - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„თქვენ ხართ ჩვენი ძალიან ახლო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო წარსული და ამაზე დაყრდნობით, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ვიქნებით საქართველოს ძლიერი გულშემატკივარი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით", - განაცხადა ელჩმა. 

მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ელჩის შეფასებით, საქართველოსთან თურქეთს სამაგალითო ურთიერთობები აქვს.

დიპლომატმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო კუთხით არსებულ თანამშრომლობებზეც ისაუბრა.

ელჩმა 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და  ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქართველი მეგობრების მიმართ, რომლებმაც ძალიან სწრაფად უპასუხეს 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ ჩვენი დახმარების თხოვნას და იმავე დღეს, საქართველოს გადაუდებელი დახმარების მხარდაჭერა გვქონდა. ჩვენ ეს არასოდეს დაგვავიწყდება. სწორედ ეს არის ნამდვილი მეგობრობა", - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

ელჩმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთის საგარეო პოლიტიკას წარმოადგენს - „მშვიდობა მსოფლიოში და მშვიდობა სახლში".

 

„საქართველოც და თურქეთიც რეგიონში ცვალებად გარემოში იმყოფებიან. ჩვენ ვიზიარებთ გეოგრაფიულ სიახლოვეს და მიგვაჩნია, რომ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები შესაძლოა მერყეობდეს და იცვლებოდეს ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად. მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან კარგად ასრულებს უსაფრთხო ქვეყნისადმი დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე პრობლემა არის რუსეთის მხრიდან ზეწოლა. საქართველოს 20 % ოკუპირებულია   და იმედი მაქვს, რომ ესეც მშვიდობიანად გადაწყდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

მოხსენების შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ელჩმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა