მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე - მაკა ბოჭორიშვილი

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით იქნება შესაძლებელი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გასული 4 წელი გამორჩეულად რთული იყო საქართველოსთვის და რეგიონისთვის, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დააყენა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ახლადარჩეულ წევრებს უფრო მშვიდ გარემოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. “ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის ემოციურია და განსაკუთრებული პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვდგე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებს, ჩემთვის ძალიან ძვირფას კოლეგებს და მეგობრებს მეათე მოწვევის პარლამენტიდან გასული ოთხი წლის განმავლობაში ერთად დგომისთვის და ერთად ბრძოლისთვის. ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს გისურვებთ ნაყოფიერ საპარლამენტო საქმიანობას უფრო მშვიდ გარემოში, ვიდრე მე-10 მოწვევის პარლამენტმა გაიარა.

„საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით იქნება შესაძლებელი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელება. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მხარდაჭერის გაძლიერებას. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით. გაგრძელდება სახელმწიფოს ინტერესების დაცვა სტრასბურგსა და ჰააგის სასამართლოებში.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაძლიერებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისაკენ გასული 4 წელი გამორჩეულად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, რაც პირდაპირ აისახა საქართველოზე და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენი ერთობის, მჭიდრო თანამშრომლობის და თავდაუზოგავი შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ბოლო პერიოდში, გამოწვევებით სავსე პერიოდში. გასულმა 4-მა წელმა ისიც განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე და პირიქით, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეების გამოყენება როგორ ხდება საგარეო პოლიტიკაში. ამიტომაც, ერთდროულად, განსაკუთრებული გამბედაობა და სიფრთხილე სჭირდება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყოფილ მინისტრ ილია დარჩიაშვილს ურთულეს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რაც მას ჰქონდა საქართველოს პარლამენტთან და ევროინტეგრაციის კომიტეტთან გამორჩეულად, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა