საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა - ცესკო
საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა. ამის შესახებ ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული.
საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და ცრუ ბრალდებებით საზოგადოებაში ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობას აღვივებს.
„პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რომელმაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებს გაუწია ორგანიზება უმაღლეს დონეზე. ის რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს.
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა.
„არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“ - განაცხადა პრეზიდენტმა Associated Press-თან და CNN-თან ინტერვიუში.
სინამდვილეში ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ს დასკვნა ადასტურებს, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი. შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება.“ და როგორც თავად ამბობს ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა კომპანია ,,სმარტმატიკთან’’ პარტნიორობით განხორციელდა, რომელსაც არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.
საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს.
ამ ყველაფრის ფონზე ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - აცხადებენ ცესკოში.
სხვა სიახლეები
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29.05.2026.11:59
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აკაკიწერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიგამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრა არჩევნებისმნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნებისისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებისდანერგვას უკავშირდება. მან ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციასა და მის გავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებითგანხორციელებულ საქმიანობებზე.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისსხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლეთ. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ სხვადასხვა საარჩევნო პროცედურაზე, ასევე ვაჩვენეთ ტექნოლოგიური პროცესი. შეხვედრაზედაისვა ძალიან ბევრი კითხვა და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ახალგაზრდებსვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რაც მათთვის საინტერესოა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მომავალში იყვნენ კარგად ინფორმირებული ამომრჩევლები“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდების მიერდასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისსაოპერაციო სასაწყობო სივრცეც დაათვალიერეს. მათ პრაქტიკაში გამოსცადეს საარჩევნოელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებისმუშაობა.
აღნიშნული შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდებისინფორმირება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთპრიორიტეტულ მიმართულებას წარმომადგენს. ამ მიზნით ცესკო წლებია მჭიდროდთანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საარჩევნოადმინისტრაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2025 წელსგაფორმდა.