სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა, ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის კონფერენციასა და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ბექა მამარდაშვილმა, მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების ფორუმში სახელწოდებით - „ერთობლივი მმართველობა და საერთო სარგებელი: კიბერსივრცის უსაფრთხოების მართვის ახალი გზების ძიება“.
ღონისძიება კიბერსივრცის უსაფრთხოების მართვის საკითხებს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც, დელეგატებმა განიხილეს კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და იმსჯელეს საერთო სარგებელზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან
05.10.2026.19:04
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.