სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე დელეგაციის 350-მა წარმომადგენელმა - მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების 21-მა ხელმძღვანელმა პირმა იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ტეროროზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მიუკერძოებელი სტანდარტების ხელშეწყობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება. აქცენტი ასევე გაკეთდა ახალი ტექნოლოგიების რეგულირების გაძლიერებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მმართველობის გაუმჯობესებაზე.
ღონისძიების დასასრულს, მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი:„გლობალური კონტრტერორისტული სამოქმედო გეგმა (2026)“.
კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კონტრტერორიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დაბალანსებული და მდგრადი თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან
05.10.2026.19:04
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.