მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.9
0.0033
flag
AZN 1.5249
0.0005
flag
CNY 38.827
-0.0074
flag
EUR 2.8368
0.0025
flag
GBP 3.3884
0.0017
flag
KZT 56.56
0.0028
flag
TRY 0.0511
-0.0001
flag
USD 2.5919
-0.0003
news banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

news image
mbc image

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მოხსენებისას მან დეტალურად მიმოიხილა გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული კომპლექსური ღონისძიებები და პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სამსახურის უფროსის თქმით, 2025 წელს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს წელი გამოწვევებით სავსე იყო საქართველოსთვისაც, რადგან ქვეყნის წინაშე მწვავედ იდგა როგორც შიდა, ისე საგარეო საფრთხეები, მათ შორის იყო დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგს.

ანგარიშის წარდგენისას თამაზ ბორაშვილმა გაიხსენა 2025 წლის ოქტომბრის მოვლენები, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავდნენ. სხვა ძალოვან უწყებებთან კოორდინაციით კი, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა თავიდან იქნა აცილებული.

სამსახურის უფროსმა დეპუტატებს გააცნო კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობაში ჩართული პირები, რომლებიც საქართველოში ატარებდნენ ოპერატიულ და აგენტურულ შეხვედრებს.“

თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ტერორისტული საფრთხეები, თუმცა, ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით საქართველო დაბალი რისკის სახელმწიფოს წარმოადგენს.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, საანგარიშო წელს საქართველოს დაზვერვის სამსახური გარდაიქმნა სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დაზვერვის სააგენტოდ.

ასევე, 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურის სასწავლო ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად - სსიპ ,,სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად“ გარდაქმნის შესახებ.

მოხსენების წარდგენისას სამსახურის უფროსმა ისაუბრა უწყების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

გამოსვლის დასასრულს, თამაზ ბორაშვილმა თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოსვლამდე, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე, აღნიშნული ანგარიშის მოკლე მიმოხილვა სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით არჩვაძემ წარადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა პარლამენტს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

25.11.2026.22:31

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა