მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსჩამოყალიბების 10 წლისთავი აღინიშნა.

საღამო საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით შედგა.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ამ თარიღის აღნიშვნა  საშუალებაა წინ წამოიწიოს და ხაზი გაესვას  ტოლერანტობის პრინციპების მნიშვნელობას. 

„ეს პრინციპები ხომ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს ასევე აღვნიშნავთ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შექმნის 10 წლის იუბილეს. 

შემწყნარებლობა სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც აძლიერებს საქართველოს. ამის საუკეთესო მაგალითი კი თბილისია - მრავალეროვნული და მულტიკულტურული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით ცნობილი ქალაქი. 

სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაცული და ჩართული ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ ტოლერანტობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე დამსწრეთ სიტყვით დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ მიმართა. 

„მრავალი ერი ერთ დიდ ოჯახად  ცხოვრობს ჩვენს დედაქალაქში. განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა და ეს დღეც, ტოლერანტობის დღე, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულია. მადლობა თბილისის საკრებულოს იმისათვის, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ჩვენ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა ეს დღე აღგვენიშნა ამ მართლაც განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  

საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა ღონისძიებაზე  ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს 10 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. 

„თბილისის საკრებულოში უკვე ათი წელია ეს დღე აღინიშნება. საბჭომ, რომელიც საკრებულოში უკვე ათი წელია მოქმედებს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მომავალში კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით აუცილებლად განვახორციელებთ“,- განაცხადა რიტა ხიდირბეგიშვილმა. 

ღონისძიებაზე, რომელსაც  დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ,  საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს 10 წლის  საქმიანობის  ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება ისნის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვთა თეატრის „თაობა“ თეატრალური წარმოდგენით გაიხსნა და  ანსამბლ „მართვეს“ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიებას დედაქალაქის  საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვადასხვა თემის  წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა