მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ

news image
mbc image

ცხადია, რომ რომ ქვეყანას, მოსახლეობას არ სურს არადემოკრატიული გზის არჩევა. ყოველ ჯერზე საქართველოს უკანასკნელ ისტორიასა და თუნდაც გრძელვადიან ისტორიაში, არჩევანთან დაკავშირებულ კითხვაზე, საქართველოს მოსახლეობის პასუხი იყო, რომ ჩვენ გვსურს ევროპა, ევროპა არის ჩვენი მომავალი და არის ჩვენი ღირებულებები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და მისი დაინიცირება მოხდა მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის.

„ცხადია, რომ საკანონმდებლო პროექტი, რომელიც წარდგენილი იყო და რომელზეც განვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი, არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რომელსაც ევროკავშირი იცავს და ეს ხდება, მაშინ, როდესაც ჩვენ ველით კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომლის მინიჭებაზეც საქართველოს რამდენიმე თვის წინ უარი უთხრეს, როდესაც ის მისცეს უკარაიანსა და მოლდოვას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ ჩვენი მომავლისთვის. მოსახლეობამ იცის, რომ ახლა ჩვენი ბავშვების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში და ისინი ძალიან ცხადად ამბობენ, რომ მათ სურთ ევროპაში ყოფნა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არჩეულ იყო პროგრამით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობდა და თუ ახლა უმრავლესობა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, ეს მათი პრობლემაა.

„ისინი იყვნენ არჩეულები, ისევე როგორც მე ვიყავი არჩეული, პროგრამის მიხედვით, რომელიც გულისხმობდა საქართველოს მიყვანას ევროკავშირთან, სწორედ ეს გვიწერია კონსტიტუციაში, რომლის გარანტორიც ვარ მე. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, მე აქ ვარ იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ის იქნება შესრულებული. პარლამენტი, უმრავლესობა, მმართველი პარტია თუ ვერ გრძნობს, რომ ის პასუხისმგებელია მისი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა.

მე ვგრძნობ, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებელი ვარ, არამედ ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რის გამოც მსურდა ვყოფილიყავი ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არის ის, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, მივიდეს რაც შეიძლება ახლოს და საბოლოო ჯამში, შევიდეს ევროკავშირში. ეს ნამდვილად ისტორიული არჩევანია, რაც შეიძლება აღარ დაგვიდგეს. ძალიან კომპლექსურ მდგომარეობაში ვართ, სულ მცირე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, და ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა, რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ვართ თუ არა ნამდვილად ევროპა, ახლა გვერდით არის გადადებული.

ეს არის ახალი შანსი ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად შევუერთდეთ ევროკავშირს და ეს იქნება ადგილი, სადაც საქართველო საბოლოოდ შეძლებს დასვენებას, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შემოჭრისა და ზოგჯერ ოკუპაციის შემდეგ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერპრესნიუსი 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა