მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სამშობლოს სიყვარულით არ მართლდება გადამწვარი რუსთაველი - ნათია მოდებაძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს და თბილისის მერის,  კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს,  საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ  დედაქალაქის მერს მისი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ვისაც დანახვა უნდა, ხედავს მოწესრიგებულ ქალაქს, გამართულ ინფრასტრუქტურას, გამართულ სატრანსპორტო მომსახურებას, გამაგრებულ ავარიულ შენობებს, ასობით უბინაოდ დარჩენილი ადამიანისთვის გადაცემულ ბინებს, ათობით აშენებულ და რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღს, სასწავლო და დასაქმების, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.

ძალიან ბევრს ამბობს 2017  და 2025 წლების ბიუჯეტების შედარებაც. მადლობა იმისთვის, რომ უერთგულებთ სამშობლოს და ბოდიში იმისთვის, რომ ამ ერთგულებისთვის „ისჯებით“.

 ნათია მოდებაძე თავის გამოსვლაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო და განაცხადა, რომ დღევანდელი დაძაბულობის სათავე ცოტა უფრო შორიდან იწყება, კონკრეტულად კი ე.წ „შავი ფულის“ მოკლების საფრთხის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან მოდის. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აქციის მონაწილეებსაც მიმართა.

 „გეკითხებით ყველას: ჯერ ლანძღავთ თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ხალხს და მერე მოუწოდებთ, გვერდით დაგიდგნენ?  შეეშვით იმ ხალხის წყევლას, რომელიც თქვენთან არ დგას. თქვენ უკიდურესი სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებთ პატრიარქს, დასცინით ოჯახის სიწმინდის დღეს გამოსულ ასი ათასობით ადამიანს. როდესაც თქვენთან პოლემიკაში შემოვდივართ, შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ. ჩვენ კი ასე ხელაღებით არავის ვლანძღავთ და სამშობლოს ღალატს არ ვაბრალებთ. სწორედ ეს არის თქვენსა და ჩვენ შორის განსხვავება. სამშობლოს სიყვარულით არ მართლდება გადამწვარი რუსთაველი, გაქურდული მაღაზიები და სხვა“,  -  განაცხადა ნათია მოდებაძემ.

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, მას ეჭვი ეპარება აქციის მონაწილეების გულწრფელობაში კიდევ იმიტომ, რომ ისინი 2008 წლის უბედურების ავტორების გვერდით დგანან, რომლებმაც ქვეყანა თავხედურ პროვოკაციას შესწირეს.

„თქვენ რომ სამშობლო გიყვარდეთ, ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც ევროკავშირმა გამოაცხადა, 2028 წლამდე გაფართოების საკითხს არც კი განვიხილავო, გვერდზე დაგვიდგებოდით და იქით მიმართავდით პროტესტს იმ შანტაჟისთვის, რასაც მავანი უწყობს ჩვენს ქვეყანას. რანაირად დავიჯერო, რომ თქვენ მართლა ევროპა გსურთ? ვერ დავიჯერებთ თქვენი პროტესტის გულწრფელობას. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ქმედებით დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს აგვარიდოს ომს და მშვიდობიანად გადადგას ნაბიჯები ევროპისკენ“,  -  განაცხადა ნათია მოდებაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა