სამთავრობო გუნდში გვყავს განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, მაგალითად, ლევან დავითაშვილი, რომელიც არის ეკონომიკის საუკეთესო ექსპერტი ქვეყანაში - პრემიერ-მინისტრი
სამთავრობო გუნდში გვყავს განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, მაგალითად, ლევან დავითაშვილი, რომელიც არის ეკონომიკის საუკეთესო ექსპერტი ქვეყანაში, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ლევან დავითაშვილი არის დარგის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი.
პრემიერ-მინისტრმა მრჩევლებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ის საუკეთესო გამოცდილებას იღებს პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან.
„რაც შეეხება ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის ლიდერი ამიტომ მრჩევლად მისი ასე ვთქვათ მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური, თუმცა თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო რა თქმა უნდა ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება.
ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას მას შეუძლია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი, ყველასთვის არის მრჩეველიც. იმიტომ რომ უბრალოდ მხოლოდ მისი დაკვირვებაც, მისი საქმიანობის დაკვირვებაც არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიდან რჩევებიც, ბუნებრივია. მაქვს ასევე იმის ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი იყო, მამაჩემი უშუალოდ ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო.
და ნუ ზოგადად, ადამიანისთვის მრჩეველი არის ყველა ის ადამიანი ვისთან ერთადაც აკეთებს საერთო საქმეს და ამ კუთხით გუნდის თითოეული წევრი არის პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის მრჩეველი.
მსჯელობაში იბადება ყოველთვის ჭეშმარიტება და ერთმანეთის მრჩევლები ვართ ჩვენ ასე შეიძლება ითქვას. სამთავრობო გუნდში ჩვენ გვყავს განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, მაგალითად, ლევან დავითაშვილი, რომელიც არის ეკონომიკის საუკეთესო ექსპერტი ჩვენს ქვეყანაში. არამარტო საუკეთესო ხელმძღვანელი თავისი სფეროსი, არამედ არის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ამ დარგის ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა როდესაც ასეთი ადამიანი არის გუნდში, რჩევები არ აკლია გუნდის არც ერთ წევრს და ა.შ.
სხვადასხვა გუნდის წევრზე შეიძლება იმავეს თქმა ძალიან ღრმად, რომ არ შევიდე მაგალითებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს l შალვა პაპუაშვილი
14.08.2026.22:41
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.