მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

news image
mbc image

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გახსნეს.

გიორგი შარაბიძემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს.

ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

10.11.2026.13:04

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გახსნეს.

გიორგი შარაბიძემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს.

ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა