მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

28 სექტემბერს, ქალაქ გიოგოლოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, შაჰინ ბაგიროვი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, სეზაი უჩარმაკი.

საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს რეგიონული სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე, შუა დერეფნისა და ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდაზე, ასევე საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო წინასწარი საბაჟო ინფორმაციის გაცვლის შემდგომი განვითარება, საერთაშორისო სატრანზიტო სისტემების ურთიერთთავსებადობა და საზღვრის კვეთისთვის საჭირო დროის კიდევ უფრო შემცირება.

სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ელექტრონული დეკლარირებისას ინფორმაციის წინასწარი გაცვლასა და „ერთიანი ფანჯრის" პრინციპის შემდგომ განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული საბაჟოს განვითარებას და გაზრდილი ტვირთნაკადის პროცესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რისკების ერთობლივი მართვის შესაძლებლობების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა აკრძალული საქონლის უკანონო გადაადგილების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას, ოპერატიული ინფორმაციის დროულ გაცვლასა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, უმნიშვნელოვანესი პროცესია სამ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, უსაფრთხოებისა და კანონიერი ვაჭრობის ფარგლებში, 3 ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეუფერხებელად განხორციელდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის სატრანზიტო-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბაჟო ადმინისტრაციების განვითარება, შეუძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობის გარეშე, იმედი მაქვს ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვსდგებით", - აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კიაზო ახალაია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, ვახტანგ ლაშქარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური კონსული, კახაბერ აბდალაძე და სხვა ხელმძღვანელი პირი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

13.11.2026.11:42

„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ - იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას. 

ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.

სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.

“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა