საქართველოს აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ეწვია
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში ამერიკის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ჩამოვიდა.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონგრესის თანამშრომლები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში
30.10.2026.20:35
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.
სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.