მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

საქართველოს ბანკი, როგორც უნივერსალური ბანკი და დარგის ლიდერი, საკმაოდ აქტიურად აფინანსებს სოფლის მეურნეობის მიმართულებას - ზურაბ ქოქოსაძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 32-ე დისკუსია „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები” გაიმართა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. 

დისკუსიის „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, აგრეთვე ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობებზე. განხილვის მნიშვნელოვანი მიმართულებები იყო აგრობიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების ეფექტიანობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და სექტორის მდგრადი განვითარების პერსპექტივები.

„საკმაოდ საინტერესო თემა გავშალეთ დღეს ფორუმზე. სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დარგი არის, გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ დარგის ტექნოლოგიური განვითარება იმ კუთხით, რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა და უფრო მეტი პროდუქცია გამოვუშვათ და უფრო ხარისხიანი პროდუქცია გამოვუშვათ.

ამავდროულად, ეს სფერო მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან, რომ სურსათის უსაფრთხოება დღევანდელ მსოფლიოში არის საკმაოდ აქტუალური თემა. შესაბამისად, ყველა ჩართული მხარე მგონია, რომ უნდა იყოს მოწადინებული იმისკენ, რომ მოხდეს ამ დარგის სწორად განვითარება და სწორად მოხდეს ხელის შეწყობა და სახელმწიფოს როლი აქ არის უმნიშვნელოვანესი.

საქართველოს ბანკი, როგორც უნივერსალური ბანკი და დარგის ლიდერი, საკმაოდ აქტიურად აფინანსებს ამ მიმართულებას. მხოლოდ გასული წელიწადი რომ შევაჯამოთ, სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამური აგრო დაფინანსებაში, რაც იყო გაცემული გასულ წელს, 52%-მდე უკავია წილი საქართველოს ბანკს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი შეგვაქვს ამ სფეროს დაფინანსებაში და მიგვაჩნია, რომ კიდევ უნდა მოხდეს დახვეწა ამ საინიციატივო პროგრამების, რომ უფრო მეტად მოხდეს ხელშეწყობა ფერმერული მეურნეობის გამსხვილების, რაც საწინდარი იქნება იმისი, რომ უფრო პროდუქტიულობა ამაღლდეს ამ დარგში.

მადლობა კიდევ ერთხელ ფორუმის მონაწილეებს“, - აცხადებს ზურაბ ქოქოსაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი

პარტნიორები - თეგეტა ჰოლდინგი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, ალდაგი, ტასჰაბი,  Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

21.10.2026.10:17

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

1. შპს TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;
2. შპს ალფა სტუდიო - უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი;
3. შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი;
4. შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი;
5. შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;
6. ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით - 2 850 ლარი;
7. შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი;
8. შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი;
9. შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;
10. შპს ფლორერია - სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი;

11. შპს ჯეოვოისი - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) - 215 600 ლარი;
12. შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი;
13. ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი;
14. შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი;
15. ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი;
16. შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11 362.50 ლარი;
17. შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით, კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;
18. ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;
19. შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი;
20. შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი;
21. შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი;
22. შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი;
23. ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი;
24. ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება - 700 ლარი;
25. ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) - 1 000 ლარი;
26. ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი.

ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა