მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ენერგეტიკის საკითხებზე გამართულ ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ხელმისაწვდომ ენერგორესურსებს ფლობენ და ენერგოდამოუკიდებლები არიან, კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც საქართველო, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონი, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, ჩამოყალიბდეს ხელმისაწვდომი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად და მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი შეიძინოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ბაზარი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციას, რადგან დივერსიფიცირებული საექსპორტო არხები შიდა გენერაციის ზრდისთვის ქმნის პირობებს და ენერგეტიკით ვაჭრობის კონკურენტუნარიან შესაძლებლობებს", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკა ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრალური რგოლია და მსოფლიო თანამედროვე ეკონომიკურ მოდელზე ეტაპობრივად გადადის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნება.

„ამ მოდელში გადამწყვეტ მნიშვნელობას ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა იძენს. „McKinsey"-ის შეფასებით, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სექტორში ინვესტიციები 7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება დატაცენტრების ნაწილში, დღევანდელი 1%–1.5%-დან შესაძლოა თითქმის 8%-მდე გაიზარდოს. ამ მიმართულებით, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, დაიმკვიდროს თავისი ადგილი თანამედროვე გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში. დღეს საქართველოში გენერაციასა და მოთხოვნას შორის არსებული სტრუქტურული დისბალანსი, რომელიც ძირითადად სეზონურობით და ზამთრის პიკურ პერიოდებში მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული, დროებით და მართვად გამოწვევას წარმოადგენს. მიმდინარე მსხვილი პროექტები და მასშტაბური საინვესტიციო პორტფელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში ეს დისბალანსი სრულად აღმოიფხვრება. შედეგად, 2034 წლისთვის ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 000 მეგავატს გადააჭარბებს, რაც შიდა მოთხოვნის მდგრად დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარ საფუძველს შექმნის", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს.

აღნიშნულ პროცესში პარლამენტი ენერგეტიკულ სფეროში კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და კერძო სექტორის მხარდაჭერას გააგრძელებს.

თემაზე - „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და გამოწვევები" გამართულ ეკონომიკურ ფორუმს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრნენ. ღონისძიება „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას" ორგანიზებით ჩატარდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა